ჰუმანურობასთან არაფერი საერთო არ აქვს ამ ამნისტიას. “ქართული ოცნება” ყველა რესურსს იყენებს არჩევნებზე მანიპულაციისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” არის რეჟიმი, რომელსაც ჰუმანურობასთან საერთო არ აქვს.
“ქართული ოცნება” ყველა რესურსს იყენებს არჩევნებზე მანიპულაციისთვის. მეც ვფიქრობ, რომ არჩევნებზე მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინება სწორედ ის პროექტია, რომელიც მათ შეიტანეს საქართველოს პარლამენტში, თვითონ განიხილავენ ოპოზიციის გარეშე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჰუმანურობასთან არაფერი საერთო არ აქვს ამ ამნისტიას, იმიტომ რომ “ქართული ოცნება” თავისთავად არის რეჟიმი, რომელსაც ჰუმანურობასთან საერთო არაფერი არ აქვს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.