თუ ივანიშვილი ეცდება საქართველოს მოქალაქეების არჩევნების მიტაცებას და ავტოკრატიის დამყარებას საქართველოში, მაშინ გაცილებით უფრო მძიმე ზომები იქნება პერსონიფიცირებულიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
“განხილვაში არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორები ელოდებიან 26 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას. თუ ივანიშვილი ეცდება საქართველოს მოქალაქეების არჩევნების მიტაცებას და ავტოკრატიის დამყარებას საქართველოში, მაშინ გაცილებით უფრო მძიმე ზომები იქნება პერსონიფიცირებულიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის იქნება საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.