ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.
“კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის განაცხადის მიმართ, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში და ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა“, – აღნიშნულია განცხადებაში.