spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – მჯერა, 26 ოქტომბრამდე საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ჩამოყალიბდება, რომ ეს არის უმარტივესი არჩევანი

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრამდე საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ჩამოყალიბდება, რომ ეს არის უმარტივესი არჩევანი – აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, – ამის შესახებ ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიღატაკის დასრულება მხოლოდ ევროპაშია შესაძლებელი.

“მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრამდე საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ჩამოყალიბდება, რომ ეს არის უმარტივესი არჩევანი – აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, უარი უთხრა იზოლაციას, რომელიც არის წყარო სიბნელისა და სიღატაკისა. მჯერა, რომ აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე საქართველოში, რომელიც ვერ გააცნობიერებს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია უდიდესი ეპოქალური ცვლილებით, რომლის მოტანაც შეუძლია ერთიანობას, რომელიც საწყისია ნანატრი მმართველობისა, რაც დაასრულებს იზოლაციას, ავტოკრატიას და ამდენად, სიღატაკეს დაასრულებს საქართველოში და ფართოდ გაუხსნის გზას კეთილდღეობას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ევროპაში, მხოლოდ ევროპულად, წესიერი და  სამართლიანი მმართველობით ”  , – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები