უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 38 000 (+130) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 15.07-მდე: ტანკები – 1 672 (+5), ჯავშანტექნიკა – 3 866 (+14), საარტილერიო სისტემები – 842 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 247 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 109 (+0), თვითმფრინავი – 220 (+1), ვერტმფრენები – 188 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 681 (+0), საკრუიზო რაკეტები – 155 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 731 (+11), სპეციალური ტექნიკა – 67 (+0).