სოსო გოგაშვილის შვილი ნიკა გოგაშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი, რასაც მამამისი აანონსებდა.
მისივე თქით, ბრალი 2021 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს უკავშირდება, თუმცა კონკრეტულად რომელს, მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
“აბსრუდული ბრალია, მოგონილი მიზეზი, არ არის გამორიცხული, ფეისბუქპოსტიც შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს. ფაქტია, შეეშინდათ, იმიტომ რომ იმ ღამესვე შემოვარდნენ, გეგონება ტერორისტები ვიყოთ.
დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისას და ამერიკისას. დალუქეს ტელეფონები, წაიღეს პლანშეტები, ელექტრო მოწყობილობები. ვინჩესტერებს ეძებდნენ და რაღაც ქაღალდებს. კამერებს აზიანებდნენ გარეთ, რატომ არ ვიცი”, – აცხადებს ნიკა გოგაშვილი.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წუხელ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა გოგაშვილის და მისი შვილების სახლებში. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.