რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის განკითხვის დღეს დადგება.
“ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან რაღაც განცხადებებით და ცდილობენ, დაგვემუქრონ, გულისხმობენ თავდასხმას ყირიმზე და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსურს, განვაცხადო, რომ როგორც ჩანს, მათ სრულად ესმით ასეთი განცხადებების შედეგები.
შედეგები კი აშკარაა, რომ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის მომენტალურად დადგება განკითხვის დღე, ძალიან სწრაფი და მძიმე. დამალვა ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც უარს იტყვის ყირიმის რუსულად აღიარებაზე, რუსეთისთვის “სისტემური საფრთხეა”.