spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სოსო გოგაშვილი – ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევენ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების ჩივილის შედეგად

დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

 

“დღეს ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების ჩივილის შედეგად. ამაში უნდათ ჩართონ სასამართლო და დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსიც.

 

დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მაქვს კონსტიტუციურად განსაზღვრული, რომ ეს გავაკეთო”, – განაცხადა გოგაშვილმა.
მისივე თქმით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

 

“ჩემს მიმართ იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა. ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრუწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ოთხი საათი სასწრაფო არ გამოიძახეს. მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, ყველა ტელეფონი ჩამოგვართვეს.
ბოლო შეურაცხყოფა, რაც ვიგრძენი, იყო აქ რომ მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა. კრიმინალებთან ერთად სადღაც სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ“,- განაცხადა გოგაშვილმა.

 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დახურულ რეჟიმში მსჯელობს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ პერსონალური და საიდუმლო მასალების ამსახველი დოკუმენტაციის გამო დააყენა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები