spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინის გამარჯვება ამ ოთხ ქვეყანაზეა დამოკიდებული

დღეს ოთხი ქვეყანა აწვდის ან შეუძლია უკრაინას მიაწოდოს შორი დისტანციის იარაღი, რომელიც დაეხმარება რუსეთის გაძევებას უკრაინის ტერიტორიიდან და გადაარჩენს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ჩვენ გვჭირდება ნებართვა, რომ გამოვიყენოთ შორი დისტანციის იარაღი ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლებიც გვაძლევენ ამ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს. და ეს მათზეა დამოკიდებული.  მართალი გითხრათ, ეს არ არის დამოკიდებული ყველა მეგობარი პარტნიორის, მსოფლიოს ყველა ქვეყნის კოალიციაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია კონკრეტულ სახელმწიფოებზე – აშშ-ზე, დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთსა და გერმანიაზე.

“ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. და სწორედ ამ ოთხ სახელმწიფოზეა დამოკიდებული ჩვენი ძალა ამ პრობლემების გადაჭრაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები