შემდგარია ოპოზიციის ის ფორმულა, რამაც შესაძლებელია, რომ შექმნას მომავალი კოალიციური მმართველობა. ახლა მთავარი არის, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ და ვიმუშაოთ იმ პერსპექტივის შექმნაზე, რაც ადამიანებს სჭირდებათ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს მცდელობა, რომ კედელი ააშენოს პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციასა და ხალხს შორის.
“ჩემთვის, უპირველესი ამოცანა არის, რომ ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდეთ იმ ზეპარტიულ ამოცანებზე, რაც ყველას გვაქვს – ხმების დაცვა, ემიგრანტების ხმა, მომზადება არჩევნებისთვის და კოალიციის შემდეგ ფორმირება.
შემდგარია ოპოზიციის ის ფორმულა, რამაც შესაძლებელია, რომ შექმნას მომავალი კოალიციური მმართველობა. ახლა მთავარი არის, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ და ვიმუშაოთ იმ პერსპექტივის შექმნაზე, რაც ადამიანებს სჭირდებათ.
რა ვითარებაში ვართ ჩვენ – “ქართულ ოცნებას” აქვს მცდელობა, რომ კედელი ააშენოს პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციასა და ხალხს შორის. დიახ, ჩვენი პრიორიტეტი ნამდვილად არის, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის” მათთან მაქსიმალურად ახლოს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.