ჩვენი ნომერია 4 და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობასაც და “ქართულ ოცნებასაც” ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ უკვე ახალ ქვეყანაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“ჩვენ ვართ “ახალი”, “გირჩი”, “დროა” – ჩვენი ნომერია 4 და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობასაც და “ქართულ ოცნებასაც” ჩვენი დღის წესრიგი.
კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ მივყვეთ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგს. ეს არც ჩვენ გვჭირდება, არც ჩვენს ქვეყანას და არც ქართველ ხალხს. საერთოდ გავეშვათ ამ ადამიანებზე საუბარს და მივხედოთ ჩვენს საქმეს. ჩვენ 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ უკვე ახალ ქვეყანაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს.