spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შსს – ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული

შსს “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, – აცხადებენ შსს-ში.

როგორც ცნობილია, ასევე დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები