spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი

თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია – ბოდიშს ვიხდი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს.

“თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია – ბოდიშს ვიხდი.

არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი”, – წერს ბაქრაძე.

საუბარია ლაშა ბაქრაძის მიერ 3 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე: “არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიში და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

ბაქრაძის ამ სიტყვებს პოლიტიკურ წრეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები