სტამბოლში დღეს ე.წ. “მარცვლეულის დერეფნის” შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა.
მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება უკრაინის სამი პორტიდან: ოდესიდან, იუჟნიდან და ჩერნომორსკიდან.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გემებს უკრაინული გემები და სანაპირო დაცვა სტამბოლში გააცილებენ, შემდეგ კი ტვირთი დანიშნულების ადგილამდე წავა.
სტამბოლში ყველა მხარის წარმომადგენლის მონაწილეობით იმუშავებს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც გააკონტროლებს ოპერაციის განხორციელებას.