საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის “ქართული სიმღერა რეგიონების” ფარგლებში, ბორჯომში, ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში, ღია ცის ქვეშ, ქართული ესტრადის მომღერლების – ნეკა სებისკვერაძის, აჩიკო ნიჟარაძის, დავით ნოზაძის და ნათია პერანიძის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ცნობილ ტელეწამყვანს ნიკოლოს წულუკიძეს მიჰყავდა.
კონცერტზე შესრულდა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბორჯომ-ბაკურიანის და ჭიათურა -საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, დეკანოზი იოანე ხეცურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე კულტურის დარგში გიორგი ბუგიანაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე.