აშშ-ის ჯორჯიის შტატში 4 სექტემბერს, სკოლაში სროლა მოხდა. უცნობმა პირმა სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი, დაჭრილია 30-მდე.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.
მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს კოორდინაციას ფედერალებს და ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.