spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოლეგ ნიკოლენკო – რუსული რაკეტა პუტინის მხრიდან გუტიერეშისა და ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებაა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

 

“რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში მის მიერ მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. 

 

რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო.

 

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები