spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურა ახალი სახურავით. ასევე, ოთახებს უტარდება სარემონტო სამუშაოები.

 

საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 500 ლარია გამოყოფილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები