3 სექტემბრის დაბომბვის შემდეგ პოლტავაში დაღუპულთა რიცხვი 54 ადამიანამდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი ისევ იყოს, – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
“პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. კიდევ 297 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ შეიძლება კიდევ 5-მდე ადამიანი იყოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით გრძელდება.