ირაკლი ეძგვერაძე მძევლად ჰყავთ აყვანილი. უმნიშვნელოვანესია, სწრაფად გათავისუფლდეს, რადგან საარჩევნო კამპანია დაწყებულია ოფიციალურად და ხელი გვეშლება, – მის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ეძგვერაძე არის ადამიანი, რომელიც უბან-უბან დადის და მოქალაქეებს არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრება.
“ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას, რომ 350 ათას პენსიონერს გავუუქმოთ კაბალურ პირობებში აღებული სესხი, მათი პასუხი კი ეძგვერაძის თავდასხმაა. ჩვენ გვინდა, დისკუსია იყოს მაღალანაზღაურებად შემოსავალზე, რომელიც ყოველდღიურად აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ მათი პასუხია თავდასხმა ჩვენს საარჩევნო შტაბზე. ჩვენი ამოცანაა, ვისაუბროთ ადამიანების საჭიროებებზე, მაგრამ მათივე ენაზე, რომ ვთქვათ, დუშ-კაბინაში გამოწყობილი ივანიშვილისთვის ეს მეასე ხარისხოვანია.
მათი დაპირებაა, რომ ვინც ამ საკითხებზე ისაუბრებს – გავანადგურებ, გავაჩუმებ. ირაკლი ეძგვერაძე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიაში. ირაკლი უბან-უბან, კორპუს-კორპუს დადის, რომ საარჩევნო ხმების მცველები შეაგროვოს და უხსნის ადამიანებს, როგორი მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა.
უმნიშვნელოვანესია, სწრაფად გათავისუფლდეს ირაკლი ეძგვერაძე, რადგან საარჩევნო კამპანია დაწყებულია ოფიციალურად და ხელი გვეშლება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.