spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფგან მუხთარლი – არ მჯერა, რომ, ვიდრე ივანიშვილია ხელისუფლებაში, ეს საქმე იქნება გამოძიებული

მე არ მჯერა, რომ, ვიდრე ივანიშვილია ხელისუფლებაში, ეს საქმე იქნება გამოძიებული, რადგან ივანიშვილი ჩემი გატაცების თანამონაწილეა. ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკა სუსის იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა ციხეშია, რომ ბრძანება მოდიოდა ივანიშვილისგან, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებამ არაფერი გააკეთა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

“მე არ მჯერა, რომ, ვიდრე ივანიშვილია ხელისუფლებაში, ეს საქმე იქნება გამოძიებული, რადგან ივანიშვილი ჩემი გატაცების თანამონაწილეა.  ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკა სუსის იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა ციხეშია, რომ ბრძანება მოდიოდა ივანიშვილისგან. არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა ის აუცილებლად გამოიძიებს ამ საქმეს. ჩემ გარდა, თბილისიდან გაიტაცეს და ახლა რუსულ ციხეშია კიდევ ორი რუსი ოპოზიციონერი.  შემდეგ კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სადიგოვი, ეს შემთხვევით არ ხდება. მას შემდეგ, რაც მე 3 გამტაცებლიდან ერთ-ერთი ამოვიცანი, მივედი პროკურატურაში, დავასახელე და გამოძიებამ არაფერი გააკეთა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

პროკურატურა არც კი ამბობს,  რა დაადგინეს, ეს ადასტურებს, რომ სისტემას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, რადგან გატაცების თანამონაწილეები თავად არიან”, – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ. 2022 წელს მუხთარლიმ საქართველოს პროკურატურას ჩვენება მისცა, სადაც აცხადებდა, რომ აზერბაიჯანმა მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლებას 3 მილიონი გადაუხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები