spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ონაშვილს 4 აგვისტოს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც  ცხედარი ტაძარში გვიან ღამით გადაასვენეს.

 

მომღერალს ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

 

მამუკა ონაშვილს 4 აგვისტოს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. 

 

55 წლის მამუკა ონაშვილი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

მამუკა ონაშვილს გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი და 6 ვიდეო კლიპი. იყო პაროდიის თეატრის მსახიობი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები