ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. საიტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გათიშული იყო.
ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა Flightradar-ის ვებგვერდი, რომელიც ნენსი პელოსის ტაივანის მიმართულებით ფრენას ადევნებდა თვალყურს.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იძულებული გახდნენ შეეზღუდათ ნახვების რაოდენობა. 13:45 საათისთვის საიტი გათიშულია.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მალაიზიაში აშშ-ის კიდევ ერთი სამთავრობო თვითმფრინავი ჩავიდა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში რეისის გასაცილებლად.
ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში შესაძლოა დღეს განხორციელდეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჩინეთის მუქარისა და მოგზაურობის საშიშროების შესახებ თეთრი სახლის გაფრთხილების მიუხედავად კუნძულის მონახულებას გეგმავს.