საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 13:11 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.