ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს დავანახეთ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ორგანიზაციების მონიტორინგი. საკონსტიტუციო სასამართლოს მართებს კონსტიტუციის და განსაკუთრებით, 78-ე მუხლის გათვალისწინება, – ამის შესახებ იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციების იძულებითმა რეგისტრაციამ, მათ შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს.
“ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს დავანახეთ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ორგანიზაციების მონიტორინგი, ორგანიზაციების იძულებით რეგისტრაცია, მათ შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს და ქართველი ხალხის სასიკეთოდ მუშაობა შეუძლებელი გახადოს, როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ამიტომ, რაც შეიძლება მალე ნებისმიერ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მართებს კონსტიტუციის და განსაკუთრებით, 78-ე მუხლის გათვალისწინება”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.