spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – უკრაინამ კურსკის ოპერაციით ბევრი შედეგის მიღწევა შეძლო

უკრაინამ კურსკის რეგიონში ოპერაციით ბევრი შედეგის მიღწევა შეძლო, მაგრამ მოვლენების შემდგომი მიმდინარეობის პროგნოზირება რთულია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში მოგზაურობისას განაცხადა.

“მათ ბევრს მიაღწიეს. მოახერხეს რუსეთის ტერიტორიის კონტროლი, ზარალის მიყენება და მოქმედების უნარის დემონსტრირება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის კომენტირებისას.

მისივე თქმით, ომი არაპროგნოზირებადია, ამიტომ ძნელი სათქმელია, რა იქნება შემდეგ.

“მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ რთული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს, მაგალითად, სად განლაგდეს ჯარები და რა ტიპის სამხედრო მოქმედებებია მიზანშეწონილი მოცემულ სიტუაციაში“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო და ამ დროისთვის 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები