spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ერთი თვის შემდეგ დაიწყებენ დაჯარიმებას და ეს იქნება ახალი ტალღა, რომლითაც ჩვენ მოგვიწევს საარჩევნო კამპანიაში შესვლა

ყველამ კარგად იცის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს კანონს,  არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აპირებენ, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს. განაჩენის გაწელვის მიზანიც ეს მგონია, რომ გაუწელონ ადამიანებს საქმის სტრასბურგში გაგზავნის ვადა, –  ამის შესახებ ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოსამართლე უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.

“ყველამ კარგად იცის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს კანონს,  არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აპირებენ, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს. განაჩენის გაწელვის მიზანიც ეს მგონია, რომ გაუწელონ ადამიანებს  საქმის სტრასბურგში გაგზავნის ვადა.

ყველა მოსამართლეს ვურჩევ, დაფიქრდეს რას აკეთებენ. ამ კანონმა ძირითადი საქმე გააკეთა, რაც უნდოდა “ქართულ ოცნებას”. გააჩინა უნდობლობა, გააჩინა დაპირისპირება. ერთი თვის შემდეგ ესენი აშკარად დაიწყებენ დაჯარიმებას და ეს იქნება ახალი ტალღა, რომლითაც ჩვენ მოგვიწევს საარჩევნო კამპანიაში შესვლა. ყველაფერს გააკეთებენ იმ დამკვირვებელი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების რეპუტაციის გასანადგურებლად, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ენდობა. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები