უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება მოახერხეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვა რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ პოკროვსკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა აქ აგრესორის შეტევა შეჩერებულია.
”ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, მტერს არც ერთი მეტრი არ გაუვლია პოკროვსკის მიმართულებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სტრატეგია მუშაობს”, – განაცხადა სირსკიმ.
მთავარსარდლის თქმით, რუსეთი იძულებული გახდა ათიათასობით ჯარისკაცი გადაეყვანა კურსკის ოლქში, რამაც გავლენა მოახდინა უკრაინის ფრონტზე.
“ჩვენ მათ ჩამოვართვით მანევრირების და სხვა მიმართულებიდან გამაგრების განლაგების შესაძლებლობა… და ეს შესუსტება უდავოდ იგრძნობა სხვა რაიონებში. აღვნიშნავთ, რომ შემცირდა საარტილერიო თავდასხმების რაოდენობა, ისევე როგორც შეტევის ინტენსივობა”, – განაცხადა სირსკიმ.