ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებ.
“ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ჩვენი ქვეყნის ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ეს ადამიანები ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს თავისუფლებას თუ ავტოკრატიას.