spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ნუ გავაგრძელებთ გზას, რაც რუსეთში არის დღეს, იმ ტოტალიტარიზმს ნუ ჩავყვებით, რაც არის რუსეთში

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში არ გაქრეს თავისუფალი მედია, როგორც რუსეთში. ნუ გავაგრძელებთ გზას, რაც რუსეთში არის დღეს. იმ ტოტალიტარიზმს ნუ ჩავყვებით, რაც არის რუსეთში, – ამის შესახებ ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად გამოიტანოს განაჩენი.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში არ გაქრეს თავისუფალი მედია, როგორც რუსეთში.  ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში არ არსებობს “რადიო თავისუფლება”, არ არსებობს “ნოვაია გაზეტა” და ნუ გავაგრძელებთ გზას, რაც რუსეთში არის დღეს. იმ ტოტალიტარიზმს ნუ ჩავყვებით, რაც არის რუსეთში. ასევე, ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ, რომ გვაქვს უმძიმესი პრეცედენტები, როდესაც ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ მოუგო საქართველოს დავა. მე მას ვულოცავ ამას, მაგრამ ჩვენ უარესი გველოდება წინ, იმიტომ, რომ ამ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები