spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ტყეშელაძე – გამოძიებას ვერ იწყებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ეტყობა, ელოდება ვიღაცისგან პასუხს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კეთილი ინება და მობრძანდა იზოლატორში, რომ ენახა ირაკლი ეძგვერაძე. 40 საათია უკვე გასული და გამოძიებას მაინც ვერ იწყებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ეტყობა, ელოდება ვიღაცისგან პასუხს – დაიწყოს თუ არა გამოძიება, – ამის შესახებ ირაკლი ეძგვერაძის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, რომ მყისიერად დაიწყოს გამოძიება.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კეთილი ინება და მობრძანდა იზოლატორში, რომ ენახა ირაკლი ეძგვერაძე. 40 საათია უკვე გასული და გამოძიებას მაინც ვერ იწყებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ეტყობა, ელოდება ვიღაცისგან პასუხს – დაიწყოს თუ არა გამოძიება, რადგან კანონში პირდაპირ არის გაწერილი – როდესაც საჯაროდ არის მოწოდება, საჯაროდ არის ინფორმაცია, საჯაროდ არის კადრები, რომ დარღვეულია კანონი, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი არღვევს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, რომ მყისიერად დაიწყოს გამოძიება.

დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე, ახლაც ვერ დაიწყებს გამოძიებას და ირაკლისთან სურს გასაუბრება. რა თქმა უნდა, ირაკლი მოუყვება ყველაფერს, ეტყვის სიმართლეს და ვნახოთ, დაიწყებენ თუ არა გამოძიებას”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ეძგვერაძე გლდანში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებები ნარკოდანაშაულთან მიმართებით მიმდინარეობდა, რასაც ეძგვერაძემ ხელი შეუშალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები