საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ვიზიტი ბრიუსელში. მას ჰქონდა ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. დავიწყოთ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით, შეხვედრა შედგა ნატოს შტაბბინაში, ტრადიციულად, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზი ესმევა იმ ძირითად თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
“ამ ვიზიტით, ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია ნატოსი, ნატოს წევრი ქვეყნების, ჩვენს რეგიონში. ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ასევე პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის ღირებულებას და იმას, თუ რა შედეგები მოაქვს ამ პარტნიორობას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პრაქტიკული თანამშრომლობის კომპონენტები და ის დინამიკა, რომელიც საქართველოს და ნატოს აქვს მიმდინარე, მოცემულ მომენტში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.