spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბელარუსის აეროდრომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე დარტმებისთვის იყენებს, სამხედრო ტექნიკა დაიწვა

ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე ღამით ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა. საუბარია “ზიაბროვკას” აეროდრომზე, რომელიც რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმისთვის.

 

როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აფეთქებების მიზეზი “ტექნიკის ერთ-ერთი ნაწილის აალება” გახდა.

 

მისივე ცნობით, ცეცხლი მალევე ჩააქრეს და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

აეროდრომი რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები