spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – თუ კი ვინმეს ტონი და შინაარსი საკუთარი საუბრის აქვს გასაფილტრი, ეს პირველ რიგში პოდოლიაკია

პოდოლიაკის ბოლო განცხადება საერთოდ ლოგიკის კანონზომიერებებს ემიჯნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“მთელი ეს რიტორიკა, რომ შევაჯამოთ, რომელსაც ბატონი პოდოლიაკი მიმართავს, ესაა, თავს უნდა დაგვესხას და გაგვაკრიტიკოს, არათუ უბრალოდ გაგვაკრიტიკოს, არამედ უმძიმესი ბრალდებები უნდა წამოაყენოს. შემდეგ კი, იმის გამო გაგვაკრიტიკოს ამ ბრალდებებზე პასუხს რომ ვითხოვთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. არავითარ ტონალობაზე და არავითარ რიტორიკაზე საუბარი არ შეიძლება ლოგიკურად ჩაითვალოს, ვიდრე თავს უფლებას აძლევს ვინმე, ბრალი დასდოს საქართველოს აბსოლუტურად არანორმალურ განცხადებებში. ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის მადისკრედიტებელი. არ მგონია, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას განსხვავებული და სხვადასხვანაირი პოზიცია უნდა ჰქონდეს. არავის, მათ შორის ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად იმ პირობებში, როდესაც ამას მხარე უარყოფს, რამე ბრალდება ასეთი ტონით წამოაყენოს.

 

თუ კი ვინმეს ტონი და შინაარსი საკუთარი საუბრის აქვს გასაფილტრი, ეს პირველ რიგში, მაგალითად პოდოლიაკია. იგონებენ მითებს, შემდეგ ამ მითებს ებრძვიან და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ნუ უკვირს, როდესაც ბრალდებას აყენებს უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ, ნურავის აკრიტიკებს, როდესაც მიიღებს მკაცრ პასუხს. ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებიდან იმსახურებდა თითოეული ასეთი განცხადება. როდესაც ბრალდება არის ცრუ და არაფერზე დაყრდნობილი, ასეთ პირობებში არავის აქვს მიზეზი რაიმე სანქციებზე ისაუბროს. სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისივე განცხადებით, „პოდოლიაკის სხვა განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, საქართველოს მიმართ ცრუ ბრალდებების წამოყენებას, რეალურად, მოტივირებულია სააკაშვილის მიმართ გულშემატკივრობით“.

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები