“ქართული ოცნება” გეუბნებათ, რომ დღეს ძალიან კარგად ცხოვრობთ, ჩვენ კი გეუბნებით, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3 ათასი ლარი და მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმისა, თუ რა არჩევანის წინაშე დგახართ ყველა თქვენგანი 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” გვთავაზობს დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” კი ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას.
“ქართული ოცნება” გთავაზობთ დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას. ჩვენ გთავაზობთ ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას. “ქართული ოცნება” გთავაზობთ დიქტატურის დამყარებას, იმიტომ, რომ ისინი ამბობენ, რომ გააუქმებენ თავისუფალ მედიას, სამოქალაქო სექტორს და გააუქმებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ამის საპირისპიროდ გთავაზობთ ევროპულ დემოკრატიას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადაც სასამართლო იცავს ადამიანებს, სადაც არავინ არ დგას ვინმეს ზემოთ და მაღლა. “ქართული ოცნება” გთავაზობთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო დაბლოკვას.
იზოლაცია კი ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გაგვიუქმდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რაც იმას ნიშნავს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენთვის. ჩვენ კი გთავაზობთ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას, ევროკავშირის პასპორტს და გთავაზობთ უვიზო მიმოსვლას აშშ-თან.
“ქართული ოცნება” გეუბნებათ, რომ დღეს ძალიან კარგად ცხოვრობთ, ჩვენ კი გეუბნებით, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3 ათასი ლარი და მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმისა, თუ რა არჩევანის წინაშე დგახართ ყველა თქვენგანი 26 ოქტომბერს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.