spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ბოლო 6 თვეში ფაქტობრივად გლდანის ან ვარკეთილის ერთი მიკრორაიონი იყიდეს

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ბოლო 6 თვეში ფაქტობრივად გლდანის ან ვარკეთილის ერთი მიკრორაიონი იყიდეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში, დაირეგისტრირეს 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება და 6 ათასზე მეტი რუსი ინდმეწარმედაც დარეგისტრირდა. 

 

“რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ვარკეთილის, ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს უკანასკნელ 6 თვეში. ამავე 6 თვეში, 6 ათასზე მეტი რუსი ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ და ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს არაფერს, ამ ადამიანებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და არ ვიცით არღვევენ თუ არა საოკუპაციო კანონს.

 

რუს ე.წ. ტურისტებს აქეთ აქვთ აგრესია, როდესაც ესმით, რომ რუსეთი და პუტინი ოკუპანტია და არც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. სწორედ უსამშობლო ივანიშვილისა და მისი უსამშობლო “ოცნების” მიზანია საქართველო ქართველების გარეშე და რუსების უკონტროლო შემოსვლის პარალელურად, გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ. 

 

ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთვის გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომლებიც უკავშირდება ტურისტების მხოლოდ 1 თვით შემოშვების უფლებას, შეზღუდვებს უძრავი ქონების ყიდვაზე, მათი სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას და ასევე, საზღვარზე გაჩნდეს ერთი პუნქტი და თუ ტურისტი მოდის კეთილი ზრახვებით და უნდა როგორც სტუმარი იყოს საქართველოში, კეთილი ინებოს და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები