spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მომავალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება

“რუსთავი 2”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება.

 

ტელეკომპანიის ცნობით, ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება.

 

ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.

 

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები