შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ მამაკაცს – 1975 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
“სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.