ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.
სამძებრო სამუშაოების შედეგად 15 მოქალაქე იპოვეს, 18 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.