spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – ყირიმის ხიდი უნდა განადგურდეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც აკავშირებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან.

 

“ეს არის უკანონო მშენებლობა და ყირიმში რუსული არმიის მომარაგების მთავარი კარიბჭე. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

16 აგვისტოს ყირიმის ხიდზე მოძრაობის ახალი რეკორდი დაფიქსირდა. ხიდზე ორივე მიმართულებით 38 300 მანქანამ გაიარა.

 

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები მოხდა – ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა, რამდენიმე აფეთქება ასევე გაისმა სიმფეროპოლთან მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები