spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი აბუაშვილი – ირაკლი ეძგვერაძე პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს

გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია, ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა, ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  გამომძიებელმა გიორგი აბუაშვილმა თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ეძგვერაძე პრეტენზიას აფიქსირებს დაკავებისას უხეშ მოპყრობაზე.

“შემოსულ შეტყობინებაზე ინფორმაციის მიღების მიზნით შევხვდით ირაკლი ეძგვერაძეს. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია, ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა, ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს. ასევე,  პრეტენზიას აფიქსირებს, რომ მას პოლიციელები დაკავებისას უხეშად ექცეოდნენ. ამ ინფორმაციას შევაფასებთ და შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

კონკრეტული პიროვნების ვინაობის მითითებით მას საუბარი არ ჰქონია. დაზიანებებს რაც შეეხება, სწორედ დაზიანებებთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია შემოსული, სწორედ ამიტომ შევხვდით მას”, – განაცხადა  გიორგი აბუაშვილმა.

ირაკლი ეძგვერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას –  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები