spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მთავარი არხის“ დილის გადაცემის ყოფილ წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ექვსიდან რვა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. შემდეგი სასამართლო პროცესი 10 ოქტომბერს გაიმართება.

 

“მთავარმა არხმა” მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას აჩერებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები