მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნების გამოხატვა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვხედავთ, რომ არის იზოლაციის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მოწყვეტილია ცივილიზებული სამყაროსგან.
“მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნების გამოხატვა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვხედავთ, რომ არის იზოლაციის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მე მას 12 წლის წინაც ვხედავდი, როგორც საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენი არჩევანი არის ძალიან მარტივი. “ქართული ოცნება” არის საერთოდ მოწყვეტილი ცივილიზებულ სამყაროს, ისინი საქართველოს მოსახლეობას წირავენ იზოლაციისკენ, რაც რეალურად არის ემიგრაცია, შიმშილი, გახლეჩილი ოჯახები. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.