spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკიმ გუტიერეშს უკრაინელ ტყვეებთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოუწოდა გაერო-ს, რუსეთმა უკრაინელ ტყვეებთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვა უზრუნველყოს, – ამის შესახებ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მე მოვუწოდე გენერალურ მდივანს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინელ ტყვეებთან დაკავშირებით შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ასევე ჩვენ განვიხილეთ მისიის გაგზავნა ილენოვკაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, აუცილებელია სრული სიმართლის დადგენა ილენოვკაში მომხდარი ტერაქტის შესახებ, რომლის დროსაც 50-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები