საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ათენში, “აკროპოლისის თასზე“ მეორე თამაშშიც დამარცხდა.
ტურნირზე ჩვენი გუნდის მეორე მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველო ანგარიშით 80-67 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა ნაკრებმა 17 აგვისტოს თურქეთთან გამართა და დამარცხდა.
19 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველო პოლონეთს დაუპირისპირდება.