spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

6 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის მოცულობა 250 მილიონი დოლარია.

ეს არის დახმარების 65-ე პაკეტი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რეზერვიდან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის აგვისტოდან უზრუნველყოფს.

ახალ პაკეტში შედის: RIM-7 რაკეტები და დახმარება საჰაერო თავდაცვისთვის; Stinger-ის რაკეტები; საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა; TOW რაკეტები; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები; Bradley-ს ქვეითი საბრძოლო მანქანები; M113 ჯავშანტრანსპორტიორები; საბრძოლო მასალა და ყუმბარები; საპატრულო კატარღები; საზღვაო სასწავლო აღჭურვილობა და სხვა.

დღეს გერმანიაში რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით გაიმართა, რომელმაც პარტნიორებს მოუწოდა, დროულად მიაწოდონ თავდაცვითი პაკეტები და შორ მანძილზე მოქმედებების ნებართვა მისცენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები