უჯარმაში, მდინარე იორის არხში ძმების ცხედრები იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
ძმები 16 და 20 წლის იყვნენ და უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.