spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ საკირეში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა სათავე ნაგებობა, მოეწყო ახალი 300 კბმ-ს რეზერვუარი, შეიცვალა მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთები  და შიდა ქსელი. 

 

სოფელ საკირეში  400-მდე ოჯახს აქამდე წყალი გრაფიკით  მიეწოდებოდა. რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემა კი სოფლის  მაცხოვრებლებს წყლის მიწოდების პრობლემას სრულად მოუგვარებს.

 

დასრულებული სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მისმა მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და სოფელ საკირეში მერის წარმომადგენელმა ბესო ხალაძემ დაათვალიერეს.

 

პროექტის საერთო ღირებულება 552 845  ლარია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები