უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 44 900 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.08-მდე: ტანკები – 1 907 (+8), ჯავშანტექნიკა – 4 212 (+17), საარტილერიო სისტემები – 1018 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 266 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 141 (+0), თვითმფრინავი – 234 (+0), ვერტმფრენები – 197 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 803 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 190 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 137 (+7), სპეციალური ტექნიკა – 97 (+3).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა ისევ დონეცკის მიმართულებით განიცადა.