spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა.

 

გარემოსდაცვითი  ღონისძიება 20 აგვისტოს, ბარი-მრავალძლის  საავტომობილო გზის მიმართულებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ააიპ ორგანიზაციის თანამშრომლებმა, ასევე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელმა ონში.

 

“აღნიშნული კამპანიის მიზანია რაჭის ბუნების დაცვა და ეკოსისტემის გაუმჯობესება. 

 

მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს საზოგადოების  გარემოსდაცვითი ცნობიერების  ამაღლებას, სუფთა გარემოს მნიშვნელობის გაცნობიერებას და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას.

 

გარემოსდაცვითი ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტში  მომავალშიც აქტიურად ჩატარდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები